ფეხბურთი

14:07 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დერბიში პატარა ტოტისაც გააქვს

ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელის ფრანჩესკო ტოტის 9 წლის შვილმა კრისტიანმა, რომელიც “რომას” ბავშვთა გუნდში ირიცხება (2005 წელს დაბადებულები) რომაულ დერბიში თანატოლებს შორის, “ლაციოს” წინააღმდეგ (4:1) ერთი გოლის გატანა შეძლო.

პატარა კრისტიანი მოედანზე 9 ნომრიანი მაისურით ირჯებოდა და კაპიტნის სამკლაური ეკეთა. აღსანიშნავია, რომ ფრანჩესკო ტოტიც კარიერის ახალგაზრდულ წლებში “რომას” შემადგენლობაში 9 ნომრით თამაშობდა.

0.121753