ფეხბურთი

13:20 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როლფესი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

გერმანული “ლევერკუზენის” 32 წლის ნახევარმცველმა სიმონ როლფესმა გერმანულ “სქაისთან” საუბარში განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს აქტიურ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

როლფესი “ფარმაცევტთა “ რიგებში 2005 წლიდან ასპარეზობს და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი, ამ სეზონში კი 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა ვერ შეძლო. სიმონ როლფესს გერმანიის ნაკრების მაისური 2007-2011 წლებში 26-ჯერ მოურგია და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაუტანია.

0.115635