ფეხბურთი

11:43 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მეორასე გოლი და 23-ე ჰეთ-თრიქი

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავ ფორმაშია. გუშინ “სელტასთან” მოგებულ შეხვედრაში (3:0), რონალდუმ მორიგი ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც მისთვის “ლა ლიგაში” 23-ე გამოდგა, ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია პრომერა დივიზიონის ისტორიაში.

გარდა ამ რეკორდისა, კრიშტიანუმ კიდევ ერთი მიღწევა ჩაიწერა აქტივში – პრიმერაში მე-200 გოლი გაიატანა. გამოსარჩევია, რომ პორტუგალიელმა ამის გაკეთება 178 შეხვედრაში შეძლო.

ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში “რეალის” შვიდიანს 13 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11278