ფეხბურთი

11:17 | 7.12.2014 | ნანახია 618 - ჯერ

გვარდიოლა: “რიბერი ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელია “ბაიერნის” ისტორიაში” (+ვიდეო)

“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კმაყოფილია “ლევერკუზენთან” (1:0) მოგებულ თამაშში ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის თამაშით.

“რიბერი“ბაიერნის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია. რობენი და რიბერი ყოველთვის გამოირჩეოდნენ შეტევაში თამაშით, მაგრამ ისინი ამჯერად დაცვაშიც კარგად გაისარჯნენ. გულშემატკივრებს სურდათ რომ ორი, სამი ან თუნდაც 4 ბურთით მოგვეგო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია.

ბუნდესლიგის მე-14 ტურში “ბაიერნმა” “ლევერკუზენი 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ფრანკ რიბერიმ. ეს “ბაიერნში” მისთვის სიუბილეო, მე-100 გატანილი ბურთი აღმოჩნდა.

რიბერის მე-100 გოლი, ვიდეო

http://worldsport.ge/ge/page/44823_riberis-me-100-goli-baiernshi-video


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:07 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკმა მიუკაკუნა

0.065979
618