ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” მინიჭების სისტემას ყურადღებას არ აქცევს. "აიაქსის" და "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი “ოქროს ბურთს” ჟურნალისტების ცირკს უწოდებს.
"პირადად არც მაინტერესებს “ოქროს ბურთი”. ეს ტიტული მედიისთვის ცირკია. რა კრიტერიუმებით ხდებიან ფეხბურთელები საუკეთესონი? ყველა ხმას აძლევს საკუთარ მეგობარს." - განაცხადა კრუიფმა.
თავად კრუიფი სამჯერ გამხდარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამჟამად 2014 წლის “ოქროს ბურთის” ნომინაციაზე სამი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი არიან წარდგენილნი. ფიფა საუკეთესო ფეხბურთელს 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გამოავლენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსას და ესპანეთის ლეგენდააა,ტიკიტაკას მამა და დირიჟორი..ბარსაში გელოდებით ტრენერის სტატუსით შე ყველაზე მაგაროოოო
ჩავი წავა და 3-4 წელიწადში სხვა სტატუსით დაბრუნდება ჩვენთან
მანამდე კი მის "6" ნომერს ღირსეული შემცვლელი უნდა მოუძებნონ