ბრაზილიელი კაკა, რომელიც ამიერიდან MLS-ის ბინადარ “ორლანდო სიტის” ღირსებას დაიცავს, ბრაზილიური “ო გლობოს” ჟურნალისტს სხვასხვა თემაზე ესაუბრა.
“პაოლო მალდინი ნამდვილი მაგალითია. მან ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო, მაგრამ ყოველთვის იყო ბოლომდე კონცენტრირებული.
თუ ბრაზილიაში სათამაშოდ დაბრუნება მომიწევს, ჩემი პირველი არჩევანი “სან პაულუ იქნება, რადგან ეს გუნდი მიყვარს.
კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს “ოქროს ბურთს”. მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ჩაატარა საოცარი სეზონი. იგი მოედანს მიღმაც ძალიან კარგი ადამიანია”, - განაცხადა კაკამ.
კაკამ ამერიკულ “ორლანდო სიტიში” “სან პაულუდან” გადავიდა.