კალათბურთი

21:34 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარკერი, დიდი ალბათობით, “მინესოტასთან” მატჩს გამოტოვებს

“სან ანტონიოს” ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა “მემფისთან” მატჩში (107:101) მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა. ფრანგმა ტრავმის გამო მესამე პერიოდში პარკეტი დატოვა.

L’Equipe -ს ცნობით პარკერი, დიდი ალბათობით, “მინესოტასთან” 7 დეკემბერს გასამართ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე სეზონში, 32 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარი 16.6 ქულა და 5.5 პასი გახლავთ.

0.119748