ფეხბურთი

21:06 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო: “ნოიერმა მეკარეების რევოლუცია მოახდინა”

ახლოვდება 2014 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის დასახელების თარიღი. კანდიდატი მხოლოდ სამია დარჩენილი: კრიშტიანუ რონალდუ, მანუელ ნოიერი და ლიონელ მესი.

ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ყოფილი ვარსკვლავები არ ერიდებიან და თავიანთ მოსაზრებებს აფიქსირებენ. 2006 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა იტალიელმა ფაბიო კანავარომ თავისი ფავორიტი დაასახელა. მისი თქმით, ეს პრიზი გერმანელმა მანუელ ნოიერმა უნდა მოიგოს, რადგან კონკურენტებზე მეტად დაიმსახურა. კანავაროს განცხადებით, ნოიერმა მეკარეებს შორის ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეძლო.

“მგონია, რომ ფავორიტი ნოიერია. მან დიდებული მუნდიალი ჩაატარა და მეკარეებს შორის ახალი რევოლუცია მოახდინა, არამარტო თავისი შრომით. მას თავისუფლად შეუძლია გახდეს ყველაზე დიდი მეკარე ფეხბურთის ისტორიაში” – განაცხადა 41 წლის იტალიელმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო და პოზიციით შემტევი არ იყო, სწორედ ფაბიო კანავარო გახლდათ, რომელმაც მაშინ თანამემამულე ჯანუიჯი ბუფონს აჯობა. 2008 წლიდან მოყოლებული კი ხსენებულ ჯილდოს ან რონალდუ იგებს, ან მესი.

0.101797