ფეხბურთი

20:04 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომასთან” სილვას და კომპანის თამაში საეჭვოა

ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” “რომასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი გადამწყვეტი მატჩის წინ საკადრო პრობლემები აქვს. გუნდის ორი ლიდერი ესპანელი დავიდ სილვა და ბელგიელი კაპიტანი ვინსენ კომპანი ტრავმირებულნი არიან. ვერცერთი ფეხბურთელი “ევერტონთან” მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. მათი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი მანუელ პელეგრინიმაც გააკეთა.

“ორივე ფეხბურთელს მცირე ტრავმა აწუხებს. ითამაშებენ თუ არა ისინი ოთხშაბათს “რომას” წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერი ორშაბათს ან სამშაბათს გაირკვევა” – განაცხადა პელეგრინიმ.

“რომასა” და “სიტის” შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება. ინგლისელებს ჯგუფიდან გასასვლელად რომში მოგება ან შედეგიანი ფრე სჭირდებათ.

0.121107