ფეხბურთი

21:02 | 6.12.2014 | ნანახია 507 - ჯერ

სიჭინავას გოლებით გამარჯვებული “კოლხეთი”

უმაღლესი ლიგის ზამთრის შესვენებამდე დარჩენილი ტურის ორი მატჩი უკვე გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “სპარტაკმა” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გოლის გატანასთან ახლოს ორივე გუნდი იყო, თუმცა შანსის რეალიზაციით სტუმრებმა აჯობეს მასპინძლებს.

დათა სიჭინავა საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე წელია თამაშობს. გამორჩეული მატჩებიც ჩაუტარებია, როგორიც იყო მაგალითად დღეს, თუმცა ძლიერ კლუბში გადასვლას, ისეთში, რომელიც მაღალი საფეხბურებისთვის იბრძვის, ვერ მიაღწია.

გარკვეული პერიოდი ბელარუსშიც ითამაშა და დღეს არსებული ქართველი ფეხბურთელების პოტენციალიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთ საინტერესო მოთამაშეა, მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში “კოლხეთისთვის” 6 გოლი შეაგდო.

სიჭინავას პირველი შანსი გოლამდე, თამაშის საწყის წუთებში მიეცა, მაგრამ ნადირაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საწყისი წუთების შემდგომ “სპარტაკმა” მოიპოვა უპირატესობა. სეფიაშვილის კარისკენ ჯერ თექთურმანიძე ურტყამდა, შემდეგ გიგაურმა დაარტყა, თუმცა სიზუსტე ორივე მათგანის დარტყმას აკლდა.

მე-40 წუთზე დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ისეთი, ხვალინდელ, ჯერ არგასულ გოლებსაც რომ გაუწევს კონკურენციას. მან ლამაზად მოჭრა ბურთი და ანგარიში გაიხსნა.

ორ წუთში “იაგელონიას” ყოფილმა საყრდენმა დავით გიგაურმა ანგარიში გაათანაბრა. მეგრელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 42-ე წუთზე “კოლხეთის” საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთზე გიგაურმა დასწრებაზე ითამაშა და კარისკენ ზუსტად დარტყმული სეფიაშვილმა ვერ აიღო.

მეორე ტაიმში ფეხბურთელების მხრიდან სიჩქარეები შემცირდა, თუმცა ისეთი გოლი ვნახეთ, დაბალტემპიანი შეხვედრის ყურებაზე გული არ იყო დასაწყვეტი.

დათა სიჭინავამ კუთხურიდან ჩაახვია.

მსგავსი რამ წლების წინ ლევან ყენიამ გააკეთა. თბილისის “ლოკომოტივისა” და ახალციხის “მესხეთის” შეხვედრაში ქართველმა ტალანტმა შეხვედრაში ორი გოლი კუთხურიდან შეაგდო.

“კოლხეთმა” სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო. ამ ეტაპზე გასავრდნ ზონას მხოლოდ ოთხი ქულით უსწრებს, სეზონის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მშვიდად ყოფნის უფლება ინაშვილის გუნდს კარგა ხანი არ ექნება.

“სპარტაკი” რამდენიმე ტურის წინ მხოლოდ მოქმედ ჩემპიონს ჩამორჩებოდა. ხვალინდელ მატჩებამდე მეხუთე ადგილს იკავებს, თუმცა ცხრილის სიმჭიდროვიდან გამომდინარე შესაძლოა კიდევ უფრო დაშორდეს სამეულს.

ცხინვალი – კოლხეთი 1:2 (1:1)

თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო არენა

ცხინვალი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, მახარობლიძე ( ქოჩლაძე 89 ), მაისაშვილი, ივანიშვილი, თექთურმანიძე (მაქაცარია 87), გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, შინდაგორიძე (ლექვთაძე 78 ), კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა, დავით სიჭინავა, ქორჩილავა (გუგუშვილი 90), ჯიქია, ამბროლაძე (კაკულია 75), ბარამიძე, ნიკა სიჭინავა (ჯიშკარიანი 60)

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლები: 0:1, 1:2 სიჭინავა (40, 77), 1:1 გიგაური (42)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: თევზაძე (67), ლემონჯავა (83), გიგაური (88)

1. დინამო თბილისი 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. დინამო ბათუმი 15 7 3 5 17:14 24
5. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
11. გურია 14 4 6 4 16:23 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.206145
507