ფეხბურთი

13:51 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ჯილარდინო იტალიაში ბრუნდება

ჩინური “გუანჯოუს” 32 წლის იტალიელი ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბერგამოს “ატალანტაში გადაბარგდეს, იუწყება “სქაი სპორტი”. “ატალანტას” შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და ჯილარდინოს დამატებაც ამიტომ სურთ. თავის მხრივ, სამშობლოში დაბრუნების სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს, რომელსაც უნდა სერია A-ში 200 გოლი გაიტანოს და კიდევ ერთხელ მოირგოს იტალიის ნაკრების მაისური.

სხვადასხვა წლებში ჯილარდინოს იტალიის ჩემპიონატში “პიაჩენცას”, “ვერონა”, “პარმას”, “მილანის”, “ფიორენტინას”, “ბოლონიასა” და “ჯენოას” მაისურით 174 გოლი აქვს გატანილი. გასულ ზაფხულს კი ჩინურ კლუბს მიაშურა, რომლის რიგებშიც 14 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

0.114642