ფეხბურთი

12:03 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოსნოს” ქართველებს გრიგორიანი გაწვრთნის

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნოს”, რომელშიც მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი, ფორვარდები ოთარ მარცვალაძე და მიხაილ გორელიშვილი გამოდიან, ალექსანდრე გრიგორიანი გაწვრთნის.

ის 2002-2009 წლებში ქალთა გუნდებს ტოლიატის “ლადასა” და პერმის “ზვეზდას” ავარჯიშებდა, ხოლო 2010 წლიდან უკვე ვაჟთა ფეხბურთში გადაერთო. მას “ხიმკიში”, “სკა-ენერგიაში”, “მაშუკსა” და “ლუჩ-ენერგიაში” უმუშავია. მიმდინარე სეზონი გრიგორიანმა “ლუჩ ენერგიასთან” ერთად დაიწყო.

თეგებიტოსნო
0.113915