ჩოგბურთი

0:39 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ფინალში ითამაშებენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე მორიგი 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებას ერთი ქართველი გამარჯვებული აუცილებლად ეყოლება.

ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ და სლოვაკმა ჩანტალ სკამლოვამ ხორვატი პრიმორაჩი და სლოვაკივე სრამკოვა 6:2, 6:2 დაამარცხეს და გადამწყვეტ მატჩში მე-2 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძეს და სლოვენიელ ნასტია კოლარს გაეჯიბრებიან.

ამ უკანასკნელთ ნახევარფინალში ბელგიელ კერფსს და უნგრელ შლავიკოვიჩს 6:2, 6:4 მოუგეს.

ერთეულთა შეჯიბრს ქართველთაგან მხოლოდ ქვაცაბაია გახლდათ შემორჩენილი. მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბელგიელ ელინ ბოეიკენსთან 3:6, 0:6 წააგო. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა საწყის წრეში მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძეს 7:5, 6:3 სძლია.

0.115561