თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “თსუ” სუპერლიგის პირველი ლიგის ჩემპიონატისათვის მზადებას შეუდგა. შეჯიბრება საშობაო-საახალწლო არდადეგების შემდეგ დაიწყება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “თსუ”-ს მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა განუცხადა.
გუნდში ძირითადად იმ “თსუ”-ს ყოფილი კალათბურთელები არიან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აღნიშული გუნდის სახელით სუპერლიგაში თამაშობდნენ: ვახტანგ მინაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, სოსო შერმადინი, გიორგი მარკოიშვილი, შალვა კოხრეიძე, ზურა მაისურაძე, ვასილ ბერუაშვილი, ვახტანგ ჩქარეული, გიორგი ხანიაშვილი და ირაკლი კობიძე.