საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ფრანგულ მედიასთან გუნდის არგენტინელი თავდამსხმელის ეზეკიელ ლავესის “ინტერში” შესაძლო გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი.
“ვიცი, რომ ლავესის ჩვენთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი აკავშირებს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა მოხდება, მაგრამ არგენტინელი თამაშზე ფიქრობს და არა გუნდის გამოცვლაზე”, - განაცხადა ბლანმა.
ლავესის იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე მას შემდეგ, უფრო ხშირად ალაპარაკდნენ, რაც “ინტერი” რობერტო მანჩინიმ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში “ელ პოჩოს” 11 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.