ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ტავდამსხმელი კარლოს ტევესი მშობლიურ “ბოკა ხუნიორსს” 2016 წლის ზაფხულში დაუბრუნდება. ამის შესახებ, “ბოკას” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხოსე რეკუეხომ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“კარლიტოსი ჩვენთან 2015 წელს არ დაბრუნდება, თუმცა დარმუნებული ვარ ერთი წლის შემდეგ “ბოკასთვის” გაირჯება” - განაცხადა რეკუეხომ.
კარლოს ტევესი ტურინულ გრანდში 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და ამჟამინდელი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, თუმცა “ბებრი ქალბატონის” ხელმძღვანელთა სურვილია იგი მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივდეს.