ფეხბურთი

17:06 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ნეტოს გადაბირებას შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, “რომას” ხელმძღვანელობა მზადაა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფლორენციის “ფიორენტინას” მეკარეს ნეტოს წელიწადში ბონუსების ჩათვლით 1.5 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფლორენციელები კი ფეხბურთელს წელიწადში 300 000 ევროზე ნაკლებს სთავაზობს.

25 წლის ბრაზილიელ გოლკიპერს “იებთან” კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა ნეტო მონტელას გუნდში. “მგლებს” ფეხბურთელისთვის მაცდუნებელი შეთავაზება აქვთ გაკეთებული და შესაბამისად, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდეს.

მიმდინარე სეზონში ნეტომ იტალიის ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაუშვა. ვინჩენცო მონტელა მეკარეების როტაციას ახდენს - ბრაზილიელის ნაცვლად ევროპის ლიგაზე “იების” ღირსებას ტატარუსანო იცავს.

თეგები“რომა”ნეტო
0.114714