ნიქოზიის “ომონიას” მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი ტრავმირებული იყო და აქამდე, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშთან ერთად, ფიზიოთერაპიის კურსს იტარებდა. ამჟამად, ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს და 6 დეკემბერს კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ოთელოსთან” შეხვედრისთვის ემზადება.
“ომონიას” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი შოთა გრიგალაშვილი ტრავმირებულია და ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშაა.