ფეხბურთი

12:10 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ყირიმულ კლუბებს რუსეთის ლიგებში თამაში აუკრძალა

უეფამ ყირიმულ კლუბებს რუსეთის ნებისმიერ ლიგაში თამაში აუკრძალა. ეს უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა.

რუსეთის საფეხბურთო კავშირს ყირიმის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტურნირის ჩატარება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვის გარეშე აუკრძალა. გარდა ამისა, უეფა დააფინანსებს და ხელს შეუწყობს ყირიმში ბავშვთა ფეხბურთისა და იქაური საფეხბურთო სტრუქტურის განვითარებას.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში ყირიმში პრობლემების გადასაწყვეტად უეფას წარმომადგენელი ჩავა. ყირიმულ კლუბების მოთამაშეთა სატრანსფერო საკითხები ღიად რჩება.

უეფას გადაწყვეტილებას მხარი ფიფამაც დაუჭირა.

“უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. მომავალში ამ საკითხის თაობაზე მჭიდრო კონტაქტი გვექნება უეფასთან, რომელიც მთავარი დამკვირვებელი ინსტანცია იქნება” – იუწყება ფიფას პრესსამსახური.

უეფას გადაწყვეტილებით, ტსკ (სიმფეროპოლი), სკჩფ (სევასტოპოლი) და “ჟემჩუჟინა” (იალტა), რომლებიც სეზონის დასაწყისიდან რუსეთის მეორე დივიზიონში გამოდიან, 2015 წლის პირველი იანვრიდან, რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებში ვეღარ იასპარეზებენ.

თეგებიუეფაყირიმი
0.113558