ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის ნოემბრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
თვის საუკეთესო ნაკრებში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე მადრიდის “რეალიდან” და “ბილბაოდან” არიან. ორი ფეხბურთელი მოხვდა “ატლეტიკოდან”, ხოლო “ბარსელონას”, “სელტასა” და “სოსიედადს” თითო მოთამაშე წარადგენს.
ნოემბრის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: სერხიო ალვარესი (“სელტა”);
მცველები: ხაბიერ ეჩიტა, ანდონი ირაოლა (ორივე “ბილბაო”), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), მარსელო (“რეალი”);
ნახევარმცველები: ანდერ იტურასპე (“ბილბაო”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”), არდა თურანი (“ატლეტიკო”);
თავდამსხმელები: კარლოს ველა (“სოსიედადი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”).