ფეხბურთი

1:59 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტიმ "ლიონს" მოაგებინა

საფრანგეთის მე-16 ტური შუა კვირაში იმართება. დღეს ერთი მატჩი გაიმართა. “სტად ჟერლანდზე” ფურნიეს “ლიონმა” მატჩის მიწურულს ლაკაზეტის გოლით “რეიმსი” დაამარცხა.

მე-6 წუთზე ტოლისოს ფოლით დაწინაურდნენ მასპინძლები. “რეიმსის” ლიდერმა მუკანჯომ ტაიმის მიწურულს გაათანაბრა.

ლაკაზეტიმ ლიგა 1-ში მე-12 გოლი შეაგდო, საგოლე პასი პსჟ-ს ყოფილი მცველის ჟალეს ანგარიშზეა.

დამარცხებული “რეიმსი” მე-9 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ლიონმა” მე-3 ადგილზე აინაცვლა.

შაბათ-კვირას კლუბები არ ისვენებენ და დაძაბული გრაფიკში უწევთ შეხვედრების ჩატარება. ამ კვირაში ორი ტურია დაგეგმილი.

ლიონი – რეიმსი 2:1 (1:1)

ლიონი, “სტად ჟერლანდი.”

ლიონი: ლოპესი, ბედიმო, უმტიტი, კონე, ჟალე, გონალონსი, მუემბა (ფერი 65), ფეკირი, ტოლისო (ბენზია 79), ლაკაზეტი, იატარა (ნ’ჟიე 59 )

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

რეიმსი: პლასიდე, მანდი, ტაკალფრედი, კონტე, სინორინო, რობერჯე, ფორტესი (ბურილონი 84 ), დევუ, ონიანგუ, მუკანჯო (დიეგო 51 ), შარბონიე (ნ’გოგი 79 )

მთავარი მწვრთნელი: ვასური

გოლები: 1:0 ტოლისო (6), 1:1 მუკანჯო (36), 2:1 ლაკაზეტი (90+1)

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

გაფრთხილება: პლასიდე (79), კონე (82)

0.11164