ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” დანაკლისი აქვს. გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა თურქი ლეგიონერი ერსან ილიასოვა, რომელიც “კლივლენდ კავალიერსთან” მატჩში დაშავდა და ვარჯიშის განახლებას ჯერაც ვერ ახერხებს.
ილიასოვას ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევაც დაუდგინეს. შედეგად, ერსანმა უკვე გამოტოვა “დალას მავერიქსთან” მატჩი და სავარაუდოა, რომ “ბაქსს” კიდევ სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მილუოკელებს მომდევნო თამაში 6 დეკემბრის დილას შინ “მაიამი ჰითთან” ელით, 8-ში და 10-ში კი, შესაბამისად, იმავე “დალასს” და “ოკლაჰომა სიტის” ესტუმრებიან.