ფეხბურთი

22:11 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელი ტალანტი “ლივერპულში” ვარჯიშობს

ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავი მარტინ ოდეგაარდი “ლივერპულში” ვარჯიშობს. “დეილი მეილის” ცნობით, 15 წლის ფეხბურთელი ბრენდან როჯერსის გუნდში გადასვლასთან ახლოსაა, თუმცა “მანჩესტერი” და “რეალი” ასევე დაინტერესებული არიან ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით.

მიუხადავად დიდი ინტერესისა, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, ვიდრე ოდეგაარდი სრულწლოვანი არ გახდებოდა, ევროპულ გრანდში გადასვლას ვერ მოახერხებდა.

ოდეგაარდი ინგლისში მამასთან ერთად იმყოფება. ფეხბურთელმა, რომელმაც ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო, ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით გუშინ ივარჯიშა.

0.119988