ფეხბურთი

21:11 | 4.12.2014 | ნანახია NaN - ჯერ

დე სანკტისმა “რომასთან” გაახანგრძლივა

მორგან დე სანკტისი “რომას” მაისურით 2016 წლის 16 ივნისამდე ითამაშებს. ფეხბურთელმა და კლუბმა ოფიციალურად დაადასტურეს ხელშეკრულების გახანგრძლივება. პირვანდელი კონტრაქტის თანახმად დე სანკტისი სეზონის ბოლოს დატოვებდა კლუბს, თუმცა მეკარის კლუბიდან წასვლა ერთი წლით გადაიდო.

“ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბმა მომცა შანსი კიდევ ერთი სეზონით დავრჩე კლუბში. იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებ და კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდება”, - განაცხადა 37 წლის იტალიელმა.

დე სანკტისი კარიერის განმავლობაში “პესკარას,” “იუვენტუსის,” “უდინეზეს,” “სევილიას,” “გალათასარაისა” და “ნაპოლის” რიგებში თამაშობდა.

მორგანი 2013 წელს რომაულ კლუბში გადავიდა. მიმდინარე სეზონში დე სანკტისი 11 შეხვედრაში “რომას” სასტარტო თერთმეტეულში ვიხილეთ.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:52 | 13.08.2020
welder (1068)

ამოტენიან ალბანელებს. საკუთარ მოედანზე ნაკრებსაც და ჩვენ კლუბებსაც ყველა თამაში მოგებულები აქვთ ალბანელებთან

00:55 | 13.08.2020
100% (432)

თელაველები აზროვნებდნენ, მაგრამ შესრულება იყო დაბალი ხარისხის. ,,დინამო,, იყო ნული.

00:19 | 13.08.2020
moshe (85)

ძაან გაუჭირდებათ ამათ სადმე მოხვედრა

23:44 | 12.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

დღესაც ვწერდი და გავიმეორებ,მაგრა მევასება ჩუკვურა,ტიპი დოღის ცხენივით დარბის 90 წუთი,თან აზროვნებაც გააჩნის,დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენთან

23:40 | 12.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

ჩაბრაძეს რომ არ დაეწყო კოტრიალი საჯარიმოში უპროჭო ქოთანივით თელავი მოიგებდა კიდეც

23:38 | 12.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

სულ უფრო და უფრო მომწონს ჩვენი ჩემპიონატი,კარგი თამაში იყო,მომეწონა თელავი

23:37 | 12.08.2020
lagashi (6738)

გოცირიძე და ნემსაძე მაოცებენ...

23:39 | 12.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

აშკარად

23:37 | 12.08.2020
mjgiri (8951)

ყველაფერი ცუდი იყო,ბენიოს გარდა

23:36 | 12.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

იმედია თამაში დაუმალა დ.თ-მ ტირანა-ს

23:38 | 12.08.2020
lagashi (6738)

აშკარად

23:35 | 12.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

მადლიობა და მადლიობა თელავი

23:31 | 12.08.2020
რაჭა (10043)

თამაშის ბოლოს კადრში ჩხეტიანი მოხვდა..მშვიდად. წყნარი და კმაყოფილი სახით.წყალს სვავს.
ეტყობა კმაყოფილი იყო მისმა გაწვრთნილმა ჯოგმა თელავიდან ქულის წამოღება მაინც რომ მოახერხა..

23:25 | 12.08.2020
რაჭა (10043)

რას გავს გუნდი ეს რა საშინელებაა...

0.059899