გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის მენეჯერის რობერტო მარინის აზრით, ქართველი მეკარე “ოლიმპიაკოსის” კარის დარაჯ რობერტოს შემდეგ საბერძნეთის ლიგაში საუკეთესოა.
“ჩემი აზრით, “ოლიმპიაკოსის” მეკარე რობერტოს შემდეგ, ლორია საბერძნეთის ლიგაში საუკეთესოა. ის საქართველოს ნაკრების პირველი მეკარეა და სამშობლოში დიდ პატივს სცემენ. მინდა ვთქვა, რომ შოტლანდიასთან ჩატარებული საუცხოო მატჩის მერე, ბევრი ევროპული კლუბის წარმომადგენელმა დამირეკა, ძირითადად ინგლისის. მათი სკაუტები საქართველოს ნაკრების თამაშს აკვირდებოდნენ. თუმცა, არავითარი ოფიციალური წინადადება ფეხბურთელის შესახებ არ მიგვიღია და მხოლოდ კლუბის პრეზიდენტ მანტოს პოულინაკისს შეუძლია მისი ტრანსფერის საკითხის გადაწყვეტა. ვნახოთ რა იქნება, როდესაც ოფი ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს. ლორიას ორწლიანი კონტრაქტი აქვს და ოფი-ში თავს ბედნიერად გრძნობს. ვიდრე ლორიას შეიძენდნენ, გატუზო თავის მეგობარ კალაძეს ესაუბრა, რომლის თანაგუნდელი იყო “მილანში” – განაცხადა მარინიმ ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-სთან საუბარში.
“ორი ქართველი როდესაც შევთავაზე, თავიდან მათ სკეპტიკურად უყურებდნენ. მხოლოდ მანტოს პოულინიკასმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მათი საკითხის გადაწყვეტა ჯენარო გატუზოს ანდო. ოფი-ს პრეზიდენტი ჩემი კარგი მეგობარია და მას პატივს ვცემ, რადგან თანამედროვედ აზროვნებს და აბსოლუტურად წესიერი ადამიანი. მერებაშვილი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც ოფი-ს შევთავაზე და გაამართლა. მის თაობაზე ბევრი მირეკავს. ეს მოთამაშე თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება” – დაამატა მარინიმ.