როგორც “დეილი სტარი” იუწყება, ლონდონის “ტოტენჰემის” მოთამაშე კრისტიან ერიკსენმა შესაძლოა პსჟ-სთან გააფორმოს კონტრაქტი. დანიელის (მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის 12 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო), პარიზულ კლუბში გადასვლის საკითხი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაწყდება.
პარიზის კლუბის ვარსკვლავებით გაძლიერების სურვილი ახალი არაა. პსჟ საფრანგეთში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბია და ევროპული ტოპლიგებიდან ვარსკვლავების შეძენის სურვილი არაერთხელ გამოუხატავს.
ერიკსენი ინგლისურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. დანიელი გასული სეზონის წინ ამსტერდამის “აიაქსიდან” “ტოტენჰემში”12 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა.