ანდალუსიის “სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ერთ-ერთ ესპანურ რადიოსთან საუბარში იტალიური “რომა” და მისი თავკაცი რუდი გარსია შეაქო.
ემერიმ თქმით, მიუხედავად “რომას” სიძლიერისა, “იუვენტუსი” სკუდეტოს მოპოვების მთავარი ფავორიტია.
“მივესალმები იტალიელ გულშემატკივრებს და გამორჩეულად “რომას” ქომაგებს. მინდა კომპლიმენტები ვუძღვნა რუდი გარსიას, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. იგი კარგი მწვრთნელია და მისი ხელი “ჯალოროსის” ეტყობა. ვიყავი თუ არა ადრე “რომას” მთავარ მწვრთნელობასთან ახლოს, ამას უპასუხოდ დავტოვებ, რადგან ახლა სეზონი მიმდინარეობს. სკუდეტოს მთავარი ფავორიტი კი მაინც “იუვენტუსი” მგონია, რადგან “რომაზე” ძლიერია”, - განაცხადა უნაი ემერიმ.