“მანჩესტერ სიტის” ჩილელმა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ BBC-თან საუბარში გუნდის არგენტინელი ლიდერი სერხიო აგუერო შეაქო. პელეგრინის განცხადებით, ეს “კუნის” მაქსიმუმი არაა და მისგან უფრო მეტ შედეგიანობას უნდა ველოდეთ.
“სერხიო მხოლოდ 26 წლისაა. მას ყველა კომპონენტში შეუძლია მომატება. ამ მომენტში აგუერო ძალიან კარგ ფორმაშია. გატანილი გოლების გარდა, სერხიო კარგად წარმართავს გუნდის თამაშსაც და ეს მისი თანაგუნდელების დამსახურებაცაა. სწორედ ამ გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული”, – განაცხადა პელეგრინიმ.
აგუეროს მიმდინარე 2014-2015 წლის სეზონის ყველა ტურნირში, “სიტის” მაისურით 19 გოლი აქვს გატანილი.