1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, კლაუდიო მარკიზიოს შესახებ, რომელსაც დიდი ხანია იტალიაში სწორედ ტარდელისთან აიგივებენ და “იუვეს” ყოფილ კაპიტან ალესანდრო დელ პიეროზე.
“იუვენტუსმა” მარკიზიო არანაირი თანხის სანაცვლოდ არ უნდა გაყიდოს. იგი ლიდერია, როგორც მოედანზე, ის მის ფარგლებს გარეთ. ტურინში მისი სახლია, სადაც დაიბადა და გაიზარდა. კლაუდიოს კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივონ, რათა თავიდან აიცილონ ისეთი შემთხვევა, რაც დელ პიეროსთან მოუვიდათ. ახლაც ვერ გამიგია, რატომ დაასრულებინეს ალექსს ასეთნაირად ტურინული კარიერა. იმედი მაქვს, ერთ დღეს დაბრუნდება და “იუვეს” შტაბში იმუშავებს”, – განუცხადა “ტუტოსპორტს” ტარდელიმ.
მარკო ტარდელი “იუვეს” ღირსებას 1975-1985 წლებში იცავდა. 259 მატჩში 35 გოლის გატანა შეძლო.