ფეხბურთი

16:26 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შმელცერი - “ნაპოლი” თუ “იუვე”

ბუნდესლიგის “დორტმუნდის” მარცხენა მცველ მარსელ შმელცერით სამხრეთიტალიის “ნაპოლი” ინტერესდება. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება. შმელცერის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონს შეადგენს.

გერმანელი ფეხბურთელი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება იურგენ კლოპის რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის. დორტმუნდელთა დამრიგებელი მას ერიკ დურმს ამჯობინებს. გარდა “ნაპოლისა”, შმელცერის სახელს ტურინის “იუვენტუსს” და მოსკოვის “სპარტაკსაც” უკავშირებენ.

შმელცერი “ბორუსიაში” 2008 წლიდან ასპარეზობს და ბუნდესლიგაში 148 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110922