ფეხბურთი

16:12 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავასმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო

მადრიდის “რეალის” კოსტა რიკელმა მეკარემ კეილორ ნავასმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და 2 ქვეყნის პასპორტის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

როგორც კეილორ ნავასმა განაცხადა, ესპანეთის მოქალაქეობა მას შემდეგ სურდა, რაც პირენეს ნახევარკუნძულზე დაიწყო თამაში.

კეილორ ნავასი მადრიდელთა კლუბს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ “ლევანტედან” შეუერთდა.

0.116318