ფეხბურთი

16:06 | 4.12.2014 | ნანახია 513 - ჯერ

მატა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა სამშობლოს დაუბრუნდეს. ინგლისური გამოცემა “დეილი მირორი” წერს, რომ მატას მიმართ სერიოზულ ინტერესს “სევილია” იჩენს. იმავე გამოცემის ცნობით, ლუის ვან გაალს არ სურს მატას ზამთარში შეელიოს, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მატას “ოლდ ტრაფორდიდან” წასვლა მოსალოდნელი იქნება.

ხუან მატა “წითელ ეშმაკებში” 2014 წლის იანვარში გადავიდა. მანამდე კი “ჩელსის” (2011-2014) და “ვალენსიას” (2007-2011) ღირსებას იცავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:18 | 09.12.2022
paradox (504)

დაამშვენებდა კი არა,ინფანტინოს მაფიის სცენარი რომ არა სწორედ ეს უნდა იყოს ფინალი,ს/ამერიკული ნაკრებები საჩემპიონო გაქანების რომ არ არიან დღესაც გამოჩნდა!

0.068192
513