ჩოგბურთი

16:03 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში გააღწია.

მე-8 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – სლოვაკი რებეკა სრამკოვა 6:3, 6:4 დაამარცხა, მომდევნო რაუნდში კი ბელგიელ ელინ ბოეიკენსს გაეჯიბრება. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა საწყის წრეში მე-2 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძეს 7:5, 6:3 სძლია.

წყვილთა ტურნირში მე-2 განთესვის მქონე გორგოძის და სლოვენიელი ნასტია კოლარის დუეტმა რუმინულ-თურქულ ტანდემს (ბუზეანი-გულმანი) 6:2, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გააღწია.

ამავე ეტაპზე ხორვატ პრიმორაჩს და სლოვაკ სრამკოვას ეთამაშებიან პირველი განთესვის მქონე ქვაცაბაია და სლოვაკი სკამლოვა.

0.119895