“პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელით ედისონ კავანით, ინგლისური პრემიერლიგის გუნდები ”არსენალი” და “ლივერპული” დაინტერესდნენ და მის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
ედისონ კავანი პსჟ-ს 2013 წელს “ნაპოლიდან” შეუერთდა. მას მიმდინარე ლიგა 1-ში 15 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.