ფეხბურთი

13:04 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერი” ობრანიაკსა და ელიას უშვებს

“ვერდერის” ფეხბურთელები ელერო ელია და ლუდოვიკ ობრანიაკი გუნდს იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებენ. Kicker-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელი და პოლონელი ნახევარმცველები დაბალი დონის თამაშს აჩვენებენ და ნაჩქარევად მათი გაშვება ამის გამო გადაწყდა.

ობრანიაკისა და ელიას გაყიდვით “ვერდერი”ცოტაოდენ ფულს იშოვის და მათი სახელფასო ვალდებულებაც მნიშვნელოვნად განიტვირთება. ეს უწინარესად ჰოლანდიელ ელიას ეხება, რომლის წლიური ანაზღაურებაც 2 მილიონ ევროზე მეტია.

ბრემენელთა უკრაინელმა მწვრთნელმა ვიკტორ სკრიპნიკმა განაცხადა, რომ ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიან, უბრალოდ, ახლა მათ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა არ შეუძლიათ.

0.132569