ფეხბურთი

23:10 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის ბრწყინვალე გოლი

იტალიის თასის შეხვედრაში ბრწინვალე გოლი გაიტანა ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ. “ჯენოასთან” საშინაო შეხვედრაში “ემპოლი” მე-4 წუთზე დაწინაურდა, ხოლო ანგარიშის ორამდე გაზრდა 73-ე წუთზე მჭედლიძემ მოახერხა. საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით 2:0 დასრულდა, ხოლო ქართველი მოთამაშე 75-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და უიღბლო სერია შეწყვიტა.

https://www.youtube.com/watch?v=smLAJjUwmdE

რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში ყაზანში “რუბინმა” ვილაშ-ბოაშის “ზენიტთან” ვიტცელის გოლით მინიმალური ანგარიშით წააგო. მასპინძელთა მწვრთნელმა ქართველი მცველები მამუკა კობახიძე და სოლომონ კვერკველია სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. მათ სრულად ჩაატარეს შეხვედრა.

ბელორუსიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ მნათობიშვილის მოგილიევის “დნეპრი” გადათამაშების პირველ შეხვედრაში “ვიტებსკთან” დამარცხდა (0:2). ქართველი მცველი ტრავმის გამო თბილისში იმყოფება, მისი თამაში საპასუხო შეხვედრაში გამორიცხულია.

აზერბაიჯანის თასის შეხვედრაში “სადაგთან” გასვლითი მატჩი მოიგო ბაქოს “ინტერმა.”ანგარიში მე-12 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბაჩანა ცხადაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს მამედოვმა ანგარიში გაზარდა, ხოლო კახა ცხადაძის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა აბასოვმა მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსრია.

https://www.youtube.com/watch?v=1UlMTe5yHfw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128835