საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობის გამართვის დრო შეიცვალა. აქამდე გამოცხადებული იყო, რომ საანგარიშო ყრილობა ჩატარდებოდა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 13:00 საათზე. ცვლილების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა იმავე დღეს, 15 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ყრილობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩატარდება.









