ფეხბურთი

21:39 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლტონში” ჰესკი და გუდიონსენი ვარჯიშობენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი ემილ ჰესკი ჩემპიონშიფის მონაწილე კლუბ “ბოლტონში” ვარჯიშობს. 36 წლის ფეხბურთელი იმედს გამოთქვამს, რომ თავს მოაწონებს მწვრთნელს და კლუბი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს.

“ლივერპულის” ყოფილი მოთამაშის ბოლო ოფიციალური კლუბი ავსტრალიური “ნიუკასლი” იყო, სადაც 2012-დან 2014 წლამდე ირიცხებოდა.

გლაზგო “სელტიკის” ყოფილი მწვრთნელი ნილ ლენონი ამჟამად “ბოლტონს” უდგას სათავეში და საინტერესოა, რომ ჰესკის მსგავსად კიდევ ერთი ცნობილი ვეტერანი – ეიდურ გუდიონსენი ცდილობს “ბოლტონში” დამკვიდრებას.

ისლანდიელი ფეხბურთელი ბოლო წლებში ბელგიის ჩემპიონატში თამაშობდა. 2012 წელს ათენის “აეკიდან” “სერკლ ბრიუგეში” გადავიდა, ხოლო ერთი სეზონის შემდეგ “ბრიუგესთან” გააფორმა კონტრაქტი.

ვეტერანები, როგორც ემილ ჰესკი ასევე ეიდურ გუდიონსენი, 1978 წელს არიან დაბადებულნი. 36 წლის მოთამაშეებს განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ინგლისის პრემიერლიგაში ჰქონდათ. “ლივერპულისა” და “ჩელსის” მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვთ გამართული.

0.135053