ფეხბურთი

21:31 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასპილიკუეტა ესპანეთში დაბრუნებაზე არ ფიქრობს

ლონდონის “ჩელსის” განაპირა მცველი სესარ ასპილიკუეტა ინგლისის დედაქალაქში თავს კარგად გრძნობს და ესპანეთში დაბრუნებას არ გეგმავს.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ესპანელი უნივერსალის დამატების სურვილს “ბარსელონა” და “რეალი” გამოთქვამენ, მაგრამ როგორც ირკვევა, თავად ასპილიკუეტას “ჩელსის” დატოვება არ უნდა.

“ამაზე არ ვფიქრობ, რადგან “ჩელსიში” ბედნიერი ვარ. ლა ლიგას თვალს ვადევნებ, მაგრამ ესპანეთში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ.

ლონდონი ძალიან მომწონს. პრემიერლიგაში დარჩენა და აქ პროგრესირება მინდა.” – აცხადებს ასპილიკუეტა, რომელმაც ფეხბურთის თამაში ესპანურ “ოსასუნაში” დაიწყო.

0.111382