სხვა

16:07 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-2 გამარჯვება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი, ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინი, რომელიც კიუშიუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება, დასავლეთის მე-7 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა. ქართველი სეკიტორის მორიგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოოტორი იქნება.

ტოჩინოშინის დარად, მაკუუჩიში მაქსიმალური შედეგი კიდევ არაერთ სუმოისტს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ, ასევე ოძეკები – კისენოსატო და კოტოშიგიკუ არიან. სამაგიეროდ, ბაშოს სტარტზე ორივე ორთაბრძოლა დათმო ოძეკი გოეიდომ.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა დასავლეთის მე-5 ნომერმა გაგამარუმ. მან აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ასაჰიშოსთან ჰატაკიკომით წააგო. თეიმურაზ ჯუღელს თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 მარცხი) აქვს, სამშაბათს კი აღმოსავლეთის მე-2 ნომერ სადანოფუჯის შეერკინება.

0.119524