მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა, ფრანგმა ამელი მორესმომ საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამელი საფრანგეთის დევისის თასის მწვრთნელი კიდევ ორი წელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მორესმო საფრანგეთს 2012 წლიდან წვრთნის. 2014 წელს ფრანგები დევისი თასის ფინალში შვეიცარიელებთან 3:1 დამარცხდნენ. ამელი ამავდროულად ბრიტანელი ენდი მარეის მწვრთნელია. მორესმოს თავის პროფესიონალურ კარიერაში ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, “უიმბლდონი” და ავსტრალიის ღია პირველობა.