“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ლიდერის, სერხიო აგუეროს თქმით, ის შეეცდება ლიონელ მესი მანჩესტერში გადასვლაში დაარწმუნოს.
“ამის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ შევეცდები მესი დავიყოლიო.
ყველას გვინდა, რომ პრემიერლიგაში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ვიხილოთ. მესის დაყოლიებას აუცილებლად შევეცდები.” – განაცხადა აგუერომ.
როგორც ცნობილია, აგუერო და მესი არა უბრალოდ თანამემამულეები, არამედ ახლო მეგობრებიც არიან. მესი აგუეროს ბავშვის ნათლიაა.