არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილ ტურში, “ფეიენოორდთან” სახლში ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში, ორივ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით ნასიამოვნები დარჩა.
“ეს ევროპის ლიგის დონის თამაში იყო, ამას გეუბნებით როგორც ფეხბურთელი. “ფეიენოორდი” ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია. ჩვენი გუნდის შუა ხაზში ბევრი ინდივიდუალისტია. ვტკბებოდი იმ აგრესიულობით, რაც მოედნის ცენტრში ხორდი კლასიმ და ქარიმ ელ-აჰმადიმ გამოავლინეს” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი fr12.nl-ი.
კაშიამ ასევე აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს “ფეიენოორდის” მცველებს სვენ ვან ბიკსა და ტერენს კონგოლოს:
“ ფეიენოორდის” ამ ორ ახალგაზრდას დიდი ხანია ვაკვირდები. ისინი საუცხოო ბიჭები არიან. ჩემი აზრით, საინტერესო სანახავია, რომ იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც აქ ვცხოვრობ, “ფეინოორდში” რამდენიმე ცენტრალურმა მცველმა ითამაშა. ყველა მათგანი კლუბის აღზრდილია”.
გამოჯანმრთელების შემდეგ, კაშია “ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში სწორედ “ფეიენოორდთან” მატჩში დაბრუნდა.