ფეხბურთი

17:33 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: “ვიმედოვნებ “დორტმუნდი” ბუნდესლიგიდან არ გავარდება"

“ბაიერნის” შემტევის თომას მიულერის განცხადებით, მისთვის მოულოდნელია, ბუნდესლიგაში 13 ტურის შემდეგ “დორტმუნდის” ბოლო ადგილზე ყოფნა. გერმანელმა ასევე დასძინა, რომ “დორტმუნდის” ცუდი თამაში მთლიანად გერმანული ფეხბურთისთვისაა ცუდი.

“დორტმუნდის” ბოლო ადგილს არავინ ელოდა. ვიმედოვნებ ქულებს დააგროვებენ და ბუნდესლიგიდან არ დაქვეითდებიან. გერმანული ფეხბურთისთვის “დორტმუნდი” ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგაში კარგად გამოიყურება, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, - ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩვენი პრობლემა არაა” – მიულერის სიტყვებს Sky sport-ი ციტირებს.

“დორტმუნდი” ბუნდესლიგაში 11 ქულით ბოლო მე-18 ადგილზე იმყოფება. იურგენ კლოპის გუნდმა 13 თამაშიდან, 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8 მატჩში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116658