მოსკოვის “სპარტაკის” მეპატრონე ლეონიდ ფედუნი გუნდში ლეგიონერების რიცხვის შემცირებას გეგმავს და ამ “წმენდაში” სავარაუდოდ ჯანო ანანიძეც მოჰყვება. ამის შესახებ გაზეთი “იზვესტია” იუწყება.
ამჟამად, მოსკოვურ კლუბში 14 ლეგიონერი ირიცხება. 2015 წლის დასაწყისში “სპარტაკი” ერთ უცხოელ მცველს შეიძენს, ხოლო ზაფხულში უცხოელების დიდ ჯგუფს გაუშვებს. პირველ ყოვლისა, კლუბს ბრაზილიელი ჟოაო კარლოსი, შვედი კიმ ჩელსტრიომი და არგენტინელი ხუან ინსუარალდე დატოვებენ, რომელთაც კონტრაქტები უმთავრდებათ. ამის შემდეგ, მოსკოველები სავარაუდოდ ანანიძეს, სალვატორე ბოკეტის, სერდარ ტაშჩისა და პატრიკ ებერტს მოუძებნიან ახალ კლუბებს.
ფედუნის გეგმით, 2016-2017 წლების სეზონში “სპარტაკში” 6-7 ლეგიონერზე მეტი არ უნდა დარჩეს. “სპარტაკის” მეპატრონე გუნდში ლეგიონერების მასობრივი მიწვევით იმედგაცრუებულია. ის კლუბს 2003 წლიდან ფლობს და განვლილ პერიოდში მოსკოველებს ტიტული არ მოუგიათ.