ფეხბურთი

16:27 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი დუმს

“ლივერპულის” ნახევარმცველმა და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა “მერსისაიდელებთან” კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე კომენტარის გააკეთებისგან თავი შეიკავა.

რამდენიმე დღის წინ “ლივერპულის” თავკაცმა ბრენდან როჯერსმა პრესას ამცნო, რომ ჯერარდს ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულება შესთავაზა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, კლუბი ჯერარდს ხელფასს შეუმცირებს.

“კონტრაქტს მაშინ გავახანგრძლივებ, როცა მზად ვიქნები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფრის თქმა შემიძლია. ახლა ჩვენ ხელშეკრულებაზე კი არა დღევანდელ მატჩზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომელშიც მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. აი ეს გამარჯვება უნდა იყოს გაზეთების მთავარ გვერდზე.” – განაცხადა ჯერარდმა “ლესტერთან” სტუმრად მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ.

“ლესტერთან” ჩატარებულ შეხვედრაში ჯერარდმა ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მან პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ინგლისელ კაპიტანს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

0.114689