ფეხბურთი

15:13 | 10.11.2014 | ნანახია 0 - ჯერ

"არსენალი" "მარიბორის" 19 წლის მცველს უმიზნებს

სლოვენიის 21-წლამდელთა ნაკრების და "მარიბორის" 19 წლის მცველი პეტარ სტოიანოვიჩი შესაძლოა ლონდონის "არსენალში" აღმოჩნდეს.

sportmediaset-ის ინფორმაციით, "მეთოფეთა" სკაუტები მარიბორში იმყოფებოდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე ადგილობრივ გუნდს და ლონდონის "ჩელსის" შორის გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდებოდნენ.

სტოიანოვიჩი “მარიბორის” მთავარი გუნდის ღირსებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. პეტარი მარჯვენა მცველად თამაშობს და ნახევარდაცვის ფლანგზეც შეუძლია გარჯა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.062307