ლიგა 1-ის ტურის მატჩები ამჯერად შუა კვირაში გაიმართება. სამი მატჩი უკვე შედგა, მოგითხრობთ მათ შესახებ.
ბიელსას “მარსელმა” სამი ქულა ვერ წამოიღო ლორიენიდან. პაიემ, რომელსაც ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საგოლე პასი მოუგროვდა, ლეკომტეს კარში 32-ე წუთზე გაიტანა.
ანგარიშის სტუმართა მხრიდან გახსნის მიუხედავად რიპოლის გუნდმა რამდენიმე წუთში გაათანაბარა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა აეუს თერთმეტმეტრიანმა ლიგა 1-ის ლიდერს ქულები აართვა. ხვალ “ლილის” პსჟ-თან დამარცხების შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი შეიცვლება.
“ნანტი” შინ “ტულუზასთან” დამარცხდა. “ლორიენი” – “მარსელის” მატჩის მსგავსად თერთმეტმეტრიანი ამ შეხვედრაშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერეტურის გოლი მხოლოდ პრესტიჟის ამბავში გავიდა. ბეითვაითმა სტუმართათვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, “ნანტის” ათეულის ფსკერისკენ დაშვების შანსი “გაუჩნდა,” კასანოვას “ტულუზა” კი ათეულს მიუახლოვდა.
თერთმეტმეტრიანი გავიდა დღის მესამე შეხვედრაშიც. ბულგარელმა ვეტერანმა დიმიტარ ბერბატოვმა “ლანსის” კარში 64-ე წუთზე შეაგდო. “მონაკომ” მეორე გოლი დამატებულ წუთებზე გაიტანა, ავტორად ფერეირა მოგვევლინა.
“მონაკომ” სეზონში მეექვსე მატჩი მოიგო, 23 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე იმყოფება.
ლორიენი – მარსელი 1:1 (1:1)
ლორიენი, “ლე მუსტოირი”
ლორიენი: ლეკომტე, კონე, გასამა, ლე გოფი, გერეირო (პელე 89), მოსტეფა, მესლუბი, ბართელმე (სუნუ 63), აეუ, ჟენო (კუტადური 85)
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
მარსელი: მანდანდა, მორელი, ფანი, ჯა ჯეჯე, მენდი, რომაო, ბარადა (ბათშუაი 59), იმბულა, ტოვინი, პაიე, ჟინიაკი
მთავარი მწვრთნელი: ბიელსა
გოლები: 0:1 პაიე (32), 1:1 აეუ (თერთმეტმეტრიანი 37)
მთავარი მსაჯი: ბენოი მილო
გაფრთხილება: მანდანდა (36)
ნანტი – ტულუზა 1:2 (0:1)
ნანტი, “ლუი ფონტენუ.”
ნანტი: რიუ, ვეინუ, ვიზკარონდო, ჰანსენი, ჯილობოჯი, სისოკო, უდელი (ბესა 75 ), დუქსი (ბედოია 59), ვერეტუტი, ნ’კუდუ, შეჩტერი (ბამუ 59)
მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი
ტულუზა: აჰამადა, გრიგორე, მუბანჟე, ტისერანდი, სპაიჩი, სილა, დიდო, დუმბია, პესიჩი, ბრეითვაითი (ნინკოვი 90 ), ბენ იედერი (სირიე 90+2)
მთავარი მწვრთნელი: კასანოვა
გოლები: 0:1 სილა (24), 1:1 ვერეტუტი (თერთმეტმეტრიანი 64), 1:2 ბრეითვაითი (85)
მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე
გაფრთხილება: დუმბია (20), დუქსი (39), დიდო (45+2), სილა (56)
მონაკო – ლანსი 2:0 (0:0)
მონაკო, “ლუი მეორე.”
მონაკო: სუბასიჩი, ეჩიეჟილე (ოკამპოსი 83 ), აბდენური, ვოლასი, ფაბინიო, ბაკაიოკო, ტულალანი, მოუტინიო, ფერეირა, ბერბატოვი (დირარი 71 ), მარტიალი (ჟერმაინი 78 )
მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი
ლანსი: რიუ, კავარე, გბამინი, კანტარი, ბაალი, ბურიგადი (სიპრიენი 39 ), ლემოინე (ნომენიანაჰარი 70 ), ვალდივია (ბა აბდული 90 ), ელ ჟადუ, ტუზგარი, კულიბალი
მთავარი მწვრთნელი: კომბუარე
გოლები: 1:0 ბერბატოვი (თერთმეტმეტრიანი, 64), 2:0 ფერეირა (90+3)
მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი
გაფრთხილება: სიპრიენი (58), ლემოინე (62)
გაძევება: ვოლასი (34)
69-ე წუთზე ვალდივიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი