კალათბურთი

1:40 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს სავიზო პრობლემა აღარ შეაწუხებს

ყაზანის “უნიკსის” წევრ ვიქტორ სანიკიძეს სავიზო პრობლემები მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული კლუბის სამომავლო მატჩებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ირკვევა, ქართველ კალათბურთელს რუსეთში ცხოვრების უფლება დროებით, 2017 წლამდე მიეცა.

“დღეს ცნობილი გახდა, რომ ვიქტორს რუსეთში ყოფნის უფლება 2017 წლამდე ექნება. ამგვარად, ის 8 დეკემბერს მოსკოვში ცსკა-სთან დაგეგმილ მატჩზეც გაემგზავრება, ხოლო ითამაშებს თუ არა, ეს უკვე გუნდის მთავარ მწვრთნელ ევგენი პაშუტინზეა დამოკიდებული”, - განაცხადა “უნიკსის” ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ასტახოვამ.

შეგახსენებთ, რომ ადრინდელი ინფორმაციის თანახმად, სანიკიძე ვიზის გასაგრძელებლად საქართველოში უნდა გამომგზავრებულიყო, რის გამოც ცსკა-სთან მატჩის გამოტოვება უწევდა.

0.117564