ფეხბურთი

0:34 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასამოას 4 თვე გაუცდება

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის, კვადვო ასამოას მკურნალობას იმაზე მეტი დრო ჭირდება, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი მოედანს 4 თვეში დაუბრუნდება.

ასამოამ მტკივან მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა. ქირურგიული ჩარევის წინ ივარაუდებოდა, რომ ფეხბურთელი მოედანს 2 თვეში დაუბრუნდებოდა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მკურნალობის ვადა გაორმაგდა.

ასამოამ, რომელიც “იუვენტუსში” 2012 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა 9 მატჩში მიიღო.

0.111816